ხშირად დასმული კითხვები
ხშირად დასმული კითხვები
1. როდის უნდა დავგეგმო პირველი ვიზიტი მამოლოგთან და ძუძუს პირველი გამოკვლევა?
საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების მიხედვით, რეკომენდებულია მამოლოგთან პირველი ვიზიტი და სარძევე ჯირკვლების გამოკვლევის დაწყება 18 წლის ასაკიდან და ამას უნდა ჰქონდეს ყოველწლიური, რეგულარული ხასიათი.
იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნევთ ტკივილს, გამკვრივებას (კვანძს) ან რაიმე თვალსაჩინო ცვლილებას, მიზანშეწონილია ვიზიტის უფრო ადრე დაგეგმვა.
2. რა სიხშირით უნდა განმეორდეს ძუძუს გამოკვლევა?
გამოკვლევის სიხშირე დამოკიდებულია ასაკზე, კვლევის შედეგებსა და ინდივიდუალურ სამედიცინო ისტორიაზე.
ჩვენ თითოეულ პაციენტს ვთავაზობთ ინდივიდუალურად მორგებულ შემდგომი მეთვალყურეობის რეკომენდაციებს.
3. რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მივმართოთ მამოლოგს?
სპეციალისტთან ვიზიტი რეკომენდებულია, თუ შეამჩნევთ:
-
ახალ კვანძს ან გამკვრივებას;
-
ტკივილს;
-
შეშუპებას;
-
დვრილიდან გამონადენს;
-
კანის ჩაღრმავებას, სიწითლეს ან სხვა ცვლილებებს;
-
ძუძუს ან დვრილის ფორმის ცვლილებას.
4. როგორ ხდება მამოლოგთან ვიზიტის დაჯავშნა?
ვიზიტის დაჯავშნა ხდება ონლაინ - “ვიზიტის დაჯავშნა” - გვერდის საშუალებით, ონლაინ საკონტაქტო ფორმით ან ტელეფონით :
ლოკალური: 032 225 90 50
საერთაშორისო: +995 32 225 90 50
5. საჭიროა თუ არა ძუძუს გამოკვლევა ორსულობამდე?
დიახ. ორსულობამდე ჩატარებული ძუძუს გამოკვლევა და მამოლოგის კონსულტაცია საშუალებას იძლევა ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს კეთილთვისებიანი მდგომარეობები და შემდგომ ორსულობის პერიოდში ძუძუს ბუნებრივი ცვლილებები უფრო მარტივად და უსაფრთხოდ დაკვირვებადი იყოს.
6. უსაფრთხოა თუ არა ძუძუს გამოკვლევა ორსულობის დროს?
ულტრასონოგრაფიული კვლევა ორსულობის დროს სრულიად უვნებელია.
7. ნორმალურია თუ არა ძუძუს პრობლემები ძუძუთი კვების პერიოდში?
დიახ. ძუძუთი კვების დროს ხშირია დროებითი კვანძები, სადინრების დახშობა, ტკივილი და ანთება. უმეტეს შემთხვევაში ეს მდგომარეობები უვნებელია, თუმცა მათი დროული შეფასება მამოლოგის მიერ რეკომენდებულია და აუცილებელია.
8. როდის უნდა მიმართონ მეძუძურმა დედებმა მამოლოგს?
ვიზიტი რეკომენდებულია, თუ აღინიშნება:
-
კვანძი, რომელიც კვების შემდეგ არ ქრება;
-
მუდმივი სიწითლე ან შეშუპება;
-
ხანგრძლივი ტკივილი;
-
ცხელება ან ინფექციის ნიშნები.
9. რა სახის კვლევებს ატარებთ?
ტარდება ძუძუს ულტრასონოგრაფია, მამოგრაფია და საჭიროების შემთხვევაში MRI.
უსაფრთხოებისა და მაღალი სიზუსტის გამო, ულტრასონოგრაფია ხშირად გამოიყენება პირველ რიგში, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებში, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
10. რომელია ყველაზე გავრცელებული ძუძუს კეთილთვისებიანი დაავადებები?
კისტები, ფიბროადენომები, მასტიტი, ფიბროკისტოზური ცვლილებები. სწორი დიაგნოზი ხელს უწყობს მკურნალობის სწორ დაგეგმვას და შფოთვის შემცირებას.
11. მკურნალობთ თუ არა ძუძუს ტკივილს?
დიახ. ძუძუს ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია და უმეტეს შემთხვევაში არ არის საშიში. შეფასება საშუალებას იძლევა გამოვლინდეს მიზეზები და შემუშავდეს ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა.
12. სთავაზობთ თუ არა ძუძუს რეკონსტრუქციას, მათ შორის ონკოლოგიური მკურნალობის შემდეგ?
დიახ. ჩვენთან ხორციელდება ძუძუს რეკონსტრუქციული ოპერაციები ონკოქირურგიული ჩარევის შემდეგ და სამედიცინო მკურნალობის შედეგად განვითარებული ცვლილებების შემთხვევაში.
13.იწვევს თუ არა იმპლანტები ძუძუს კიბოს ან სხვა სისტემურ დაავადებებს (BII)?
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ იმპლანტი არ იწვევს ტრადიციულ ძუძუს კიბოს, მაგრამ ზოგიერთი იმპლანტის ხორკლიანი ზედაპირი ასოცირდება იშვიათ იმპლანტთან ასოცირებული ანაპლასტიკურიმსხვილუჯრედოვანი ლიმფომასთან, რაც არ არის ძუძუს კიბო. რაც შეეხება აუხსნელ სიმპტომებს (BII), მედიცინა აღარ უარყოფს მათ არსებობას, მათ “იმპლანტების დაავადებას” უწოდებენ და პაციენტს აფრთხილებენ შესაძლო აუტოიმუნურ რეაქციაზე.
14.შევძლებ თუ არა ძუძუთი კვებას იმპლანტების ჩადგმის შემდეგ და უსაფრთხოა თუ არა სილიკონი ბავშვებისთვის?
კვლევებით დადასტურებულია, რომ სილიკონის მოლეკულები არ გადადის რძეში. იმპლანტიანი დედის რძეში სილიკონის დონე იგივეა, რაც იმპლანტის არმქონე ქალებში. იმპლანტების არსებობის დროს ძუძუთი კვება შესაძლებელია და უსაფრთხოა. გახსოვდეთ, თუ გეგმავთ ორსულობას, აუცილებლად უთხარით ქირურგს. ის შეარჩევს ინფრამამარულ (ნაოჭის) განაკვეთს და იმპლანტს მოათავსებს კუნთის ქვეშ. ამ შემთხვევაში, თქვენი შვილის ძუძუთი კვების შანსები თითქმის იგივეა, რაც ოპერაციის გარეშე იქნებოდა.
15.ძუძუს გადიდება და ძუძუს დაპატარავება - როგორია ოპერაციის შედეგები?
-
ძუძუს გადიდება (აუგმენტაცია) ტექნიკურად სრულდება სწრაფად, პაციენტი იღებს იდეალურ ვიზუალს , გადის რეაბილიტაციის ინტენსიურ ადრეულ ეტაპს, რაც განპირობებულია გულმკერდის კუნთის ადაპტაციით იმპლანტთან და საბოლოო შედეგი უმეტესად მოლოდინს აჭარბებს.
-
ძუძუს დაპატარავება (რედუქცია) არის ტექნიკურად მასშტაბური ჩარევა, პაციენტი ოპერაციის დასრულებისთანავე გრძნობს ხერხემლისა და მხრის სარტყლის მყისიერ განტვირთვას, რაც პოსტოპერაციულ პერიოდს პარადოქსულად მსუბუქს და ვიზუალურად ლამაზს ხდის.
კონტაქტი
ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია:
• ონლაინ
• ტელეფონით:
📞 ლოკალური: 032 225 90 50
🌍 საერთაშორისო: +995 32 225 90 50
• საკონტაქტო ფორმის გამოყენებით
კლინიკის მისამართია: 17 ლავრენტი მანაგაძის ქ. 0144 თბილისი
ასევე კლინიკის მისამართის პოვნა შესაძლებელია
"Google Maps"-ის საშუალებით ამავე გვერდზე.
სამუშაო დრო
სამუშაო დღეები : ორშაბათი - პარასკევი (უქმე დღეების გარდა)
ვიზიტის დროის დასაზუსტებლად, ეწვიეთ ონლაინ დაჯავშნის გვერდს ან დაუკავშირდით კლინიკას მითითებულ ნომრებზე:
📞 ლოკალური: 032 225 90 50
🌍 საერთაშორისო: +995 32 225 90 50
