კახაბერ ბარამიძე
- მედიცინის აკადემიური დოქტორი,
პროფესორი, მამოლოგი, ონკოქირურგი და ონკოპლასტიკური ქირურგი
პროფესიული ბიოგრაფია
მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი კახაბერ ბარამიძე არის საქართველოს წამყვანი მამოლოგი და ონკოქირურგი, რომელსაც აქვს ამ სფეროში მოღვაწეობის ხანგრძლივი სტაჟი და გამოცდილება. მისი საქმიანობა უკავშირდება სარძევე ჯირკვლების დაავადებათა ადრეულ გამოვლენას, ზუსტ დიაგნოსტირებას, კონსერვატიულ და ქირურგიულ მკურნალობას, ონკოპლასტიკას და ასევე ლაქტაციის ეტაპზე არსებული პრობლემების უსაფრთხო აღმოფხვრას.
ბიოგრაფია და მიღწევები
-
დაბადების ადგილი და თარიღი - ქ. თბილისი, საქართველო 24 აგვისტო 1967წ.
-
1996 წ. წარჩინებით დაამთავრა თბილისის სამედიცინო აკადემია
-
1996-1997წწ. გაიარა ინტერნატურის სრული კურსი ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრში
-
1998-2001წწ. ასპირანტურის სრული კურსი ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრში
-
2002 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "აქსილარული დისექციის როლი და ზედაზოგვითი ქირურგიული ტაქტიკის განსაზღვრა ძუძუს კიბოს I-II (ა) T1NOMO სტადიის დროს"
-
2011 წ-დან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა საბჭომ მიანიჭა "მედიცინის აკადემიური დოქტორის" ხარისხი
-
2014 წ-დან მიენიჭა პროფესორის წოდება
-
2000 წ-დან უწყვეტი საექიმო პრაქტიკა მამოლოგიასა და ონკოქირურგიაში
-
2012 წ-დან ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კლინიკა "ჯანმრთელობის სახლი" (თბილისი)
-
2024 წ-დან ქირურგიის სამსახურის უფროსი კლინიკა "ჯანმრთელობის სახლი"
-
კახაბერ ბარამიძის ბიოგრაფიული ცნობარი განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე
სამედიცინო სერვისები
მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი კახაბერ ბარამიძე პაციენტებს აწვდის შემდეგ სამედიცინო სერვისებს:
-
გასინჯვა - კონსულტაცია;
-
სარძევე ჯირკვლების გამოკვლევების თანამედროვე მეთოდები - ექოსკოპია, მამოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ);
-
ძუძუს კეთილ და ავთვისებიანი დაავადებების სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა;
-
სარძევე ჯირკვლების დაავადებათა კონტროლი, კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა და შემდგომი მეთვალყურეობა;
-
ონკოქირურგიული მკურნალობა და პოსტოპერაციული ონკოპლასტიკა;
-
ორსულობის წინარე კონსულტაცია, ორსულთა და მეძუძურ ქალთა მეთვალყურეობა, კონსულტაცია, მკურნალობა;
-
სრული ლაბორატორიული გამოკვლევა და დიაგნოსტიკა;
სერვისების სრული ჩამონათვალის სანახავად გთხოვთ, ეწვიოთ სერვისების გვერდს
სამეცნიერო საქმიანობა
-
საქართველოს ონკოქირურგთა ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი (GAOS);
-
ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
-
ექიმ რეზიდენტთა და დოქტორანთა მომზადების ხელმძღვანელი 2012 წლიდან;
-
სამედიცინო - სამეცნიერო კლინიკური კვლევების მთავარი მკვლევარი 2011 წლიდან;
-
47 სამედიცინო სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამედიცინო გამოცემებში;
-
2001 წლიდან დღემდე ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების აქტიური და რეგულარული დელეგატი და სპიკერ-მომხსენებელი;
ენების ცოდნა პაციენტთან კომუნიკაციისას
მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი კახაბერ ბარამიძე კონსულტაციებს ატარებს შემდეგ ენებზე:
-
ქართული (მშობლიური)
-
რუსული (სრულყოფილად)
-
ინგლისური (სრულყოფილად)
რატომ ირჩევენ პაციენტები პროფესორ კახაბერ ბარამიძეს
-
მამოლოგიასა და ონკოქირურგიაში მრავალწლიანი გამოცდილება;
-
მკურნალობისა და დიაგნოსტიკის უახლესი, თანამედროვე მეთოდები, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო გაიდლაინებსა და აპრობირებულ სტანდარტებს;
-
გულისხმიერი, ყურადღებიანი და განსაკუთრებული დამოკიდებულება თითოეული პაციენტისადმი;
-
გამჭვირვალე კომუნიკაცია, კონფიდენციალურობა და პაციენტზე ზრუნვა.
-
დაინტერესების შემთხვევაში
➡️ ეწვიეთ ჩვენი სერვისების გვერდს
➡️ დაჯავშნეთ ვიზიტი ონლაინ ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: -
📞 საერთაშორისო: 032 225 90 50
-
🌍 ლოკალური: +995 32 225 90 50

